რუსთავი-2. ნარკოტიკი, რომლის ზემოქმედებით ტერორისტები სასტიკ ქმედებებს სჩადიან. 29. 10. 2023

რუსთავი-2. კურიერი-P.S. ტერორისტების ნარკოტიკი. 29. 10. 2023 წამყვანები: სანდრო კაჭახიძე, ავთო გვასალია სიუჟეტის ავტორი ნათია ჩეხერია დამატებით: როგორ იქცა უწყინარი მიზეზით შექმნილი მედიკამენტი “ჯიჰადის ნარკოტიკად“. (შემოკლებით) ტერორისტების სასტიკი ქმედებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ყელგამოჭრილი ახალშობილები, ნაწამები და დახვრეტილი ადამიანები - რატომ არიან ტერორისტები ასეთი სასტიკები? გაირკვა, რომ ისრაელზე თავდასხმისას ისინი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ისრაელის სპეცსამსახურმა მოკლული ტერორისტების ჯიბეებში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა... ამ ნარკოტიკულ ნივთიერებას იყენებს თითქმის ყველა ტერორისტული ორგანიზაცია საკუთარი მებრძოლების მოსამზადებლად, მათ შორის, “ჰამასიც“და “ჰეზბოლაც“... 1961 წელს, როდესაც გერმანელი მასწავლებლები ძალიან შეწუხდნენ ზედმეტად ცელქი, “ჰიპერკინეტიკური“ ბავშვებით, ანუ იმ პრობლემით, რასაც ამჟამად “ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის მოშლილობას“ უწოდებენ, გერმანელმა ფარმაკოლოგებმა შექმნეს წამალი “ფენეტილენი.“ “ფენეტილენი“ “ამფეტამინისა“ და “თეოფილინის“ ქიმიური კომბინაციაა და მოგვიანებით დეპრესიისა და ნარკოლეფსიის სამკურნალოდაც იყენებდნენ... ამერიკელები ცოტა სკეპტიკურად განეწყვნენ ამ წამლის მიმართ და FDA-მ არ გასცა ნებართვა, თუმცა, ამის მიუხედავად, ერთი პერიოდი ევროპელი და ამერიკელი ექიმები საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში. 1981 წელს ა