Immortal soul - Ilia Chavchavadze - -

ტექსტი: მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული. მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა, შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია, მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა, შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია. წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება, ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი, შენცა გფენია ქვეყნის მადლი დთავისუფლება, ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვიათარცა მტვერი... და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა, განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული, მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული. მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.