რუსეთში ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია - წითელაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საზოგადოებათა კავშირი“ აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგება, ასევე რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ამ თემაზე „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ვიდეოხიდზე „რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან“ კავშირის თავმჯდომარემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნანა წითელაშვილმა ისაუბრა. „ახლა მთავარია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება, დიასპორასთან მჭიდრო კავშირის დამყარება. დიასპორასთან, რომელიც არის საქართველოში მშვიდობისა და მისი ევროპული განვითარების გარანტი. ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაა მოვამზადოთ საზოგადოებრივი აზრი, ავუხსნათ და ვაცნობოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ურთიერთობა აშშ-თან არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა რუსეთთან“, — განაცხადა წითელაშვილმა. მისი თქმით, ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტებია სახალხო დიპლომატია და საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთში ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების აქტიური განვითარება. ორგანიზაციას სურს თავისი ჩართულობით დაეხმაროს სამთავრობო უწყებებს, საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, ასევე დიასპორის საკითხთა პარლამენტის კომიტეტს, მათთან თანამშრომლობით შეუწყოს ხელი რუსეთთან ურთიე